„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.138.016151
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2014 წლის 8 აგვისტო

ქ.ახალციხე

 

,, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016129) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (დებულება):
ა)  35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი.“;

ბ) 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.“

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია