„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017647) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამეტის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების და გზების მოწყობის, რეაბილიტაციის ან/და მოვლის შემთხვევაში, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და მისი განფენა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ფართობზე.“.
|