„2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებების“ და თანდართული კანონპროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და ა.ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1385
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017495
„2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებების“ და თანდართული კანონპროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და ა.ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1385

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებების“ და თანდართული კანონპროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და ა.ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში სარა­ტი­ფი­კა­ციოდ წარდგენილ იქნეს „2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებები“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებთან ერთად „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სა­ქარ­თველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდ­გე­ნილ „2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებულ ცვლილებებზე“, აგრეთვე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომი­ტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენელად დაინიშნოს საქარ­თვე­­ლოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია