„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №1547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1381
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017485
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №1547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1381

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №1547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №1547 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება  და „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „დ) ამ განკარგულების „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული 2013-2014 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია