2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებულ H სალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1346
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017457
2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებულ H სალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1346

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებულ Hსალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სახელმწიფოს, წარმოდგენილს საქართველოს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს სახით და კომპანია „Marine Resources Exploration International B.V.“‑ს შორის 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული შავი ზღვის H სალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება №2-ის პროექტი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია