სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1341
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017450
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1341

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის სამუშაოების ჩასატარებლად 2014 წლისათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 13580 ერთეულით.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია