საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №763
1997 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნ. ლეკიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ნიკო ლეკიშვილს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავალუტო და საექსპერტო კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტისას ირიბი გადასახადების ამოღების პრინციპის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“.
ე. შევარდნაძე