სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო
![]()
სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო წარმოადგენს ჰერალდიკურ, მრგვალ ფარს, რომლის ლაჟვარდის (ლურჯი ფერი) ველზე ცენტრში გამოსახულია სხივიანი ვერცხლის ჯვარი თორმეტი დაბოლოებით (წვერით), რომლის მედალიონზე, სევადის (შავი ფერი) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი - ვერცხლის ველზე მეწამული (წითელი ფერი) ჰერალდიკური ჯვრით და ვერცხლის ლომის თავით. მთავარი ფარის გარშემო გაკეთებულია ვერცხლის წარწერა: ,,ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი“, ,,შსს“. წარწერები ერთმანეთისგან გამოყოფილია ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავებით.
|