„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის N66/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2013; ს/კ: 430210000.22.022.016586) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას დაემატოს პლანშეტი 7 და პლანშეტი 8 ამ ბრძანების დანართის შესაბამისად;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმა პლანშეტი 1; 2, 3; 4; 5, 6, 7-ისა და 8-ის შესაბამისად.“
|