„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3529
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-04
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.002.391
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 110) მე-3 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 45-ე მუხლი (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტისა) და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 15 აგვისტოდან.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3529–რს

კრებსითი — სრული ვერსია