„Privé“ სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
36218
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2014-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016291
„Privé“ სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №36218

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 „Privé “ სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

     1. „Prive“ სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

    „31. იმ პირთან ხელშეკრულების გაფორმებისას, რომლის მიერ მომსახურების შესყიდვაზეც ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ხელშეკრულების მოქმედება სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.“.

  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ირაკლი გვარამაძე

 

სამსახურის უფროსი

შემოსავლების სამსახური

კრებსითი — სრული ვერსია