ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს №17 დადგენილებაში შეტანილ იქნას ცვლილება:
1.დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განახორციელოს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად ბრძანების პროექტის მომზადება და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენა.
2.დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაგციით: კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განახორციელოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადება და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენა.
|