„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
473
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-07
სარეგისტრაციო კოდი
290110040.10.003.018093
„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №473

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2012, 290110040.10.003.016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების“  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის დარღ­ვე­ვა ხდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (პაციენტის უგონო მდგომარეობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდ­გენ­ლო­ბა და ა.შ.), მიმწოდებელი ვალდებულია, იმავე პერიოდში გამოი­ძახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი პიროვნების იდენტიფიკაციის მიზ­ნით. იმ შემ­თხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ჩარევის შედე­გად პი­როვ­ნების იდენტი­ფიკაცია ხდება მოგვიანებით და არა იმავე პერიოდში, მიმ­წო­დებელს დაზღვეულის იდენ­­­ტიფიკაციისთანავე ენიჭება შეტყო­ბინების გაკეთებისა და სადაზღვევო ანაზ­ღაურების მოთხოვნის უფ­ლება, დადგენილი წე­სით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ პიროვნების იდენტიფიკაციის შემთხვევაში, მიმწო­დებელმა მზღვე­­­­ველს საანგარიშო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წა­რუდ­გინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი იდენტიფიკაციის ოქ­მი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია