|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებით (ვებგვერდი, 111118011, 22/11/2011) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|