„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 22.08.2012 წ., 040030000.22.027.016357) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) უფლებამოსილია იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ან შესასრულებული სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);“.
|