|
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 82) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის პირს მის პირად საქმეში შეაქვს სათანადო ჩანაწერი და ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 ივლისი 2014 წ. N2558-რს |