სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1320
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017403
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1320

2014 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

   1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

  2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

  3. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი

 

N

საკადასტრო კოდი

ქონების დასახელება

შენიშვნა

1

50.12.31.004

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში მდებარე 2574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

 

2

03.02.26.266

ქ. ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N13-ში მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

 

3

01.12.02.014.068

ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში, XI მიკრო/რაიონში, I კვარტალში (ნაკვეთი 14/023) მდებარე 1863 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია