„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1316
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017391
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1316

2014 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 9 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                         ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია