„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:
„14. ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის შედეგად მიღებული ხელფასი.“.
|