„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
463
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-05
სარეგისტრაციო კოდი
210070000.10.003.018083
„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2014 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2012, 210070000.10.003.016922)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტ­კიცე­ბუ­­ლი „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
„სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით, 101 და 102 პუნქტებით და ამ დანართის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა – 5 000 000 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე - 250 000 ლარი.“.


კრებსითი — სრული ვერსია