,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-18
სარეგისტრაციო კოდი
200.110.020.10.003.000.477
,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2006 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №29, მუხლი 274) დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს წესი, საქართველოს საგადსახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს საქარ­თველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირებისა და ანაზღაურების მიმართ ორგანიზაცია კისრულობს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია