ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.174.016011
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 21,12,2017, №55)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულება (დანართი №1).

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.


   ეს დებულება , „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ საქართველოს ორგანული კანონის , კანონქვემდებარე აქტების , ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებების შესაბამისად , განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ( შემდგომში –,, სამსახური “) შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს , ანგარიშვალდებულებას , უფლება - მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას .

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.


მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე

დ) დისკრეციული უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საჯაროობა;

თ)სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

   ა) საბიუჯეტო  დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება;

   ბ) ბიუჯეტის კონტროლის განყოფილება;

   გ) ბუღალტერიის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, საბიუჯეტო სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სამსახურის  უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება  მერიის დებულებით, ამ დებულებით და  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.


მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას და გაცნობას მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვისა და მერის წარმომადგენლებისათვის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე, მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;

მ)  ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

პ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;

ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას, საკრებულოს დარგობრივი კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;

დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;

ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას;

თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;

ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სამსახურის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გასაწევი ან/და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის  შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულება;

დ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;

ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 61. სამსახურის ბუღალტერიის განყოფილების ფუნქციები
  1. ბუღალტერიის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერიის საბუღალტრო აღრიცხვას;

ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, ფინანსური      ოპერაციების წარმოებას;

გ) მერიის მიერ აღებული და გაცემული სესხების  მართვას;

დ) მერიის ბალანსზე აღრიცხული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება № 1 2 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.


მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

2. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

3. ეს დებულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე;



კრებსითი — სრული ვერსია