|
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 18/07/2014; 010250020.35.144.016147) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება (დანართი №1)“. გ) დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|