„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3495
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-03
სარეგისტრაციო კოდი
300.310.000.05.001.002.371
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია.“.

3. 24-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ივლისი.

№3495–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია