საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995წ., №№27-30, მუხ. 642) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დააწესოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის წესები და პროცედურები, აგრეთვე ფინანსური ანგარიშგების ფორმატი;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) აწარმოოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაცია მის მიერ დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 24 ივლისი.
№3487–რს