საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2542-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-06
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.017470
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 219-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 165-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1291, 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილითა და 157-ე, 165-ე, 16510 და 195-ე მუხლებით, – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“.

2. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილითა და 153-ე, 1531, 1535, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2014 წ.

N2542-რს

კრებსითი — სრული ვერსია