„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2541-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-06
სარეგისტრაციო კოდი
310060000.05.001.017474
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) 57 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება

  1. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის სახეების სახელმწიფო ნებართვის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. აღნიშნული მოთხოვნის დაცვას აკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

  2. საბაჟო კონტროლის ზონებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესებით განსაზღვრული სანებართვო მოწმობების და მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2014 წ.

N2541-რს

კრებსითი — სრული ვერსია