„სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/212
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-05
სარეგისტრაციო კოდი
300320000.22.024.016334
„სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/212

2014 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. „ სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგი ის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/67 ბრძანებაში ( matsne.gov.ge 07/03/2014 , 300320000.22.024.016316) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის მიზნებისათვის დამატებით იხელმძღვანელოს ევროკონტროლის „მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის ხარჯთა ბაზის განსაზღვისა და ერთეულის განაკვეთის გაანგარიშების პრინციპებით“ და „მარშრუტზე მოძრაობის საფასურთა სისტემის გამოყენებისა და ანგარიშსწორების პირობებით“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის“ მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული ფრენები, რომლის ბორტზე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მმართველი მონარქი და მისი უშუალო ოჯახის წევრები, სახელმწიფო მეთაური, მთავრობის მეთაური და სახელმწიფო/სამთავრობო მინისტრი, რაც აისახება ფრენის გეგმაში სათანადო სტატუსის აღნიშვნით.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია