საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №115
1998 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
ნ. დემეტრაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა (ნათელა) დემეტრაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე