„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შიანაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
17902
მიმღები ორგანო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2014-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010320010.42.047.016035
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შიანაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №17902

2014 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შიანაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებით (სსმ, 158, 03/12/2010წ., სარეგისტრაციო კოდი 010320010.42.047.016002) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამონაკლის შემთხვევებში, ოჯახური პირობებიდან და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პატაკის საფუძველზე თანამშრომელი გაათავისუფლონ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან არაუმეტეს ერთი სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსითეიმურაზ მღებრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია