„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-05
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.130.016107
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2014 წლის 30 ივლისი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი 16/07/2014) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) განიხილავს აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვანს, აგრეთვე  ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებლს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე

კრებსითი — სრული ვერსია