ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2015-08-24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016168
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

(ძალადაკარგულია - 24.08.2015, №33)

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2014 წლის 28 ივლისი

დ. ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41–ე  მუხლის მე-3 პუნქტის, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე–16 მუხლის პირველი პუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა (დანართი №1).

 

მუხლი 2
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 აგვისტოს №31 დადგენილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს წევრების უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“.

(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 12/08/2011)

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე



დანართი №1

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი


მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
1. საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების,  საკრებულოს  დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის  ფაქტიურ საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულამდე,(ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №17 დადენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე–13 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ  ერთეულები)  დაშორების გათვალისწინებით და გაიცეს შემდეგი ოდენობით:

 

№ რიგზე

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

ხარჯის ოდენობა

ლარებში

შენიშვნა

1

დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ფარცხნალი, საღანძილე, ლაშე

400

 

2

ლეღვანი, მოლითი, ვახანი, კიცხი, ხიდარი, ვარძია , წყალაფორეთი

450

 

3

ბორითი, ხუნევი, ხევი, ნადაბური, წიფა, ზვარე სარგვეში, ღორეშა.

500

 

 

2.  დაევალოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურს უზრუნველყოს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების გაცემა ყოველი მომდევნო თვის 20   რიცხვამდე   საკრებულოს   წევრის   მიერ   წარმოდგენილ   საბანკო ანგარიშზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 10.10.2014წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის დადგენილება №2 – ვებგვერდი, 08.01.2015წ.


მუხლი 2. საკრებულოს წევრებისთვის   (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა)  საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 15 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 15 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.


მუხლი 3. საკრებულოს წევრების   (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა)   უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.


კრებსითი — სრული ვერსია