ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-01
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.128.016165
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2014 წლის 28 ივლისი

დ.ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის ) დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის  №11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 16/07/2014).

1.შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე–2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 15/03/2012)“

          

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე

კრებსითი — სრული ვერსია