„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4619
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-18
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.002.798
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, კომპენსაციის დანიშვნის დროის მიუხედავად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 13 აპრილი.

№4619–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია