|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №1/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 16 ივლისის №1/20 დადგენილებაში, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში:
1. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი. საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს (მოადგილეები) უფლება აქვს სურვილისამებრ შეყვანილ იქნეს კომისიაში წევრად.“. 2. ამოღებულ იქნეს 27-ე მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|