|
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.
|
მუხლი 1.
გამგეობის იურიდიული სამსახური |
1.
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს. 3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
გამგეობის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს: |
ა)
მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამსართლებრივი დასკვნების მომზადებას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემა საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში; |
გ)
მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; |
დ)
მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; |
ე)
მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; |
ვ)
საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, |
ზ)
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, |
თ)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; |
ი)
მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას; |
კ)
განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე; |
ლ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; |
მ)
მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას; |
ნ)
მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; |
ო)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; |
პ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ. |