შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ( www.mwtsne.gov.ge, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016675) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ც“ ქვეპუნქტი:
,,ც) სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის გაცემა. სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახებაზე გადაწყვეტილების მიღება.“.
|