საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №722
1997 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
მ. კაკაბაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მ. კაკაბაძეს ქ. ბაქოში ამა წლის 9-10 დეკემბერს დაგეგმილ საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობის მისაღებად და საჭიროების შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში ცვლილებათა შეტანის მიზნით.
ე. შევარდნაძე