„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-25
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.145.016062
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2014 წლის 24 ივლისი

ქ. გორი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2013; 010250000.35.145.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.“;

ბ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, რომელიც მიიღება კომისიის დასკვნის საფუძველზე“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე“.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული №6 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული №7 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული №8 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული №9 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე“;

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე

კრებსითი — სრული ვერსია