საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3450
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-24
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.002.358
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) 236-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს და საქართველოს კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გამოდის თანამომხსენებლად და წარმოადგენს პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2006 წლის 14 ივლისი.

№3450_ რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია