,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №37 დადგენილებით (სსმ, 17.07.2014; 010250020.35.143.016266) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.“.
|