|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014; 010250020.35.143.016264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის განყოფილება“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის განყოფილება სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერისა და სხვა პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას; ბ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|