|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის№228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 15.10.2010 წ., №133, მუხ. 1923) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების საფუძვლების დადგენას.“. |
2.
22 მუხლის მე-7 პუქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ძირითადი და დელეგირებული საკონსულო ფუნქციების განხორციელებისას, რაც საჭიროებს პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების საკითხის განხილვას, საკონსულო თანამდებობის პირი ადგენს დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|