შეტანილ იქნეს ცვლილებები „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №23 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 15/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016120) პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
საქართველოს ორგანული კანონის „„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
|