საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №243
1998 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
ო. ტაველიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თავმჯდომარეს ოთარ ტაველიშვილს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) წევრ-ქვეყნებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების დროს საგანგებო სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას.
ე. შევარდნაძე