|
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ფული სალაროში, საბანკო დაწესებულებებში გახსნილ მიმდინარე და მოთხოვნამდე სადეპოზიტო ანგარიშებზე (A12); აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული სადაზღვევო რეზერვების ინვესტიცია უნდა შეადგენდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არანაკლებ 10%-s. ამასთან, თითოეულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 20%-ს, ხოლო სალაროში განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარს“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|