„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3431
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-17
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.05.001.002.352
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში

1. საქართველოს მთავრობა:

ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაშვებას უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 30 ივნისი.

№3431–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია