„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3430
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-17
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.001.002.351
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1.  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს ნებართვებს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ, რის თაობაზედაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 30 ივნისი.

№3430–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია