„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის პირველი ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 05/11/2013, 430210000.22.022.016688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ ქვეპუნქტი:
„ზ3) სატელეფონო ცხელ ხაზზე შემოსული და გადამისამართებული ზარების მონიტორინგი (ჩანაწერების მოსმენა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
|