„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
457
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018077
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №457

2014 წლის 18 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2012, 040030000.10.003.016848) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები, №1 დანართის შესაბამისად.“.

2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები, №2  დანართის  შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                  


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

„დანართი №2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები

კოდი

ექსპერტიზის დასახელება

ობიექტის რაოდენობა

მომსახურების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით)

1

სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის

ერთი ობიექტი

 

 

 

106 ლარი და 50 თეთრი

 

 

 

2

სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის“.

 

ერთი ობიექტი

100 ლარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კრებსითი — სრული ვერსია